2. პროექტის
მთავარი იდეა: ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს კრიტიკული დამოკიდებულება
მათ ირგვლივ არსებულ მოვლენებზე, ფაქტებზე, ადამიანებზე, მეგობრებზე, თანაკლასელებზე,
სკოლაზე. ერთი სიტყვით, მათი დაკვირვების ობიექტი გახდება ყველაფერი, რაც იმ წუთას მათს ყურადღებას მიიპყრობს.
3. პროექტის
აქტუალობა: ნებისმიერ საკითხზე საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბება
და ამ შეხედულების სხვისთვის გაზიარება დაეხმარება მოსწავლეს, შეიცნოს სამყარო და,
პირველ რიგში, საკუთარი თავი. უფრო მეტად დაფიქრდეს საკუთარ და სხვების საქციელზე,შეაფასოს,
იმსჯელოს.
4. პროექტის
მიზნები: გამოუმუშაოს მოსწავლეს კრიტიკული აზროვნება და საკუთარი
ნააზრევის წერილობით საინტერესოდ გადმოცემის
უნარი.
5.
მონაწილეთა
ასაკი: 13-14 წელი.
6.
ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე.
7. მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
შექმნიან არა უბრალოდ დღიურებს, არამედ მხატვრული ენით დაწერილ დღიურებს.
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: „ანა ფრანკის დღიური“, რადიო თავისუფლების
დღიურები, რვეული, კალამი, ინტერნეტი.
9. პროექტის
მსვლელობა: მოსწავლეები წაიკითხავენ „ანა ფრანკის დღიურებს“, გაეცნობიან
რადიო „ თავისუფლების“ დღიურებს, ასევე, მეორე
მსოფლიო ომის დროს გერმანელი ნაცისტების მიერ ებრაელთა დევნის ისტორიებს. ამის შემდეგ
შეუდგებიან საკუთარი დღიურების წერას.თითოეული მოსწავლე ერთი თვის განმავლობაში დაწერს
ათი დღის დღიურს მაინც. ერთი თვის შემდეგ მოვაწყობთ პრეზენტაციას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა,VIII.1;
VIII.2; VIII.3; VIII.4; VIII.10;
VIII.11; VIII.12; VIII.13.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ნანა ნარიმანიძე;
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: narimanidzenana.blogspot.com
